ილია სულამანიძე
Aa
Aa

სულამანიძე: ახლა მივხვდი, რომ ოქროს გარდა სხვა მედალი არ მიხარია

ძიუდოში, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ილია სულამანიძის მეტოქე კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აკრძალული ილეთის გამო ტურნირიდან მოხსნეს და ბრინჯაოს მედალი ილიას დარჩა. ნახევარფინალში კოცოევმა აკრძალული ილეთი შეასრულა, აზერბაიჯანელი ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

ილია სულამანიძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ ბარატი და რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა, თუმცა ნიაზ ბილალოვთან შეხვედრა დამატებით დროში ვაზარით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთო. რეპეშაჟში შვეიცარიელ დანიელ ეიხს იპონით მოუგო, კოცოევთან შეხვედრა კი აღნიშნული მიზეზის გამო არ შედგა.

ილია სულამანიძე დღევანდელი გამოსვლის შემდეგ კრისტალსპორტს ესაუბრა: „ოქროსთვის ვიყავი ბოლომდე განწყობილი. ძალიან მეწყინა, რომ მეოთხედფინალში დავმარცხდი, მაგრამ ოდნავ ისიც მიხარია, რომ ასპარეზობა მედლის გარეშე არ დავასრულე. რაც არ უნდა იყოს, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ცუდი შედეგი არაა, მაგრამ შემდეგ შეჯიბრებებზე ოქროს მედლის მოპოვებას ვეცდები. ახლა მივხვდი, რომ ოქროს გარდა სხვა მედალი არ მიხარია.

ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი და უფრო მეტად ამიტომ მეწყინა, რომ ასე უაზრო შეცდომით მეოთხედფინალში დავმარცხდი. ფაქტიურად, ტატამიდან გამოსვლა არ მინდოდა, იმდენად მაგარ ფორმაში ვიყავი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად ოქროს შევუტევ’’.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში 7 მედალია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანეს. სამწუხაროდ, გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდნენ. ილია სულამანიძის აქტივში ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბედნიერესი ვარ ქართველი ხალხის ასეთი ერთობით“ - ლაშა ბექაური
„უბედნიერესი ვარ ქართველი ხალხის ასეთი ერთობით“ - ლაშა ბექაური