პსჟ ალდერვეირელდს ხელფასის სახით 10 მილიონს სთავაზობს
Aa
Aa

პსჟ ალდერვეირელდს ხელფასის სახით 10 მილიონს სთავაზობს

ლონდონის ''ტოტენჰემი'' ფეხბურთელ ტობი ალდერვეირელდს ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ვერ შეუთანხმდა. ბელგიელი მცველი ხელფასის სახით კვირაში 200 000 ფუნტ სტერლინგს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბის დატოვებას გეგმავს. dailymail-ის ცნობით 29 წლის მცველით დაინტერესებულია ''მანჩესტერ იუნაიტედი,'' ხოლო პსჟ ტობის ყოველწლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს.

ალდერვეირელდი ამსტერდამის ''აიაქსის,'' მადრიდის ''ატლეტიკოსა'' და ''საუთჰემპტონის'' ყოფილი ფეხბურთელია. 2015 წლიდან ''ტოტენჰემში'' ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო პრემიერლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. 

                                                                                             

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები