ხვიჩა ჯახაია, ნიკა შუშიაშვილი
Aa
Aa

წყალბურთელებმა კანადა დაამარცხეს - მზადება მნიშვნელოვანი ტურნირისთვის

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული გუნდი მოფლიოს თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის მზადებას მალტაში განაგრძობს. ქართველმა წყალბურთელებმა მზადების ფარგლებში დღეს Danube Cup-ზე ამხანაგური შეხვედრა კანადელების წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე 6-ბურთიანი სხვაობით, 17:11 დაამარცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში საკონტროლო ხასიათს ატარებდა, სადაც მთავარი მწვრთნელის მთავარი ამოცანა სხვადასსხვა ტაქტიკური სქემების დამუშავება იყო, გამარჯვებამ გუნდს დიდი სიხარული მოუტანა. 3-3 ბურთი ერთბაშად სამმა წყალბურთელმა, ნიკა შუშიაშვილმა, დუშან ვასიჩმა და ხვიჩა ჯახაიამ გაიტანეს, დუბლი კი საბა ტყეშელაშვილმა შეასრულა.

ცნობისათვის, მსოფლიოს თასის მეორე დივიზიონი 7-13 აპრილს გაიმართება და ქართველი წყალბურთელების მეტოქე ჯგუფში თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენის გუნდები იქნება. იქამდე კი Danube Cup-ზე ხვალ და ზეგ საქართველოს ნაკრები კიდევ ორ სპარინგს ავსტრალიელებთან და სლოვაკებთან გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კეჩაგიასი გასაშვებია, გუნდი ვერ მოამზადა“ - ყოფილი მთავარი მწვრთნელი ახლანდელზე
    „კეჩაგიასი გასაშვებია, გუნდი ვერ მოამზადა“ - ყოფილი მთავარი მწვრთნელი ახლანდელზე