დიმიტრი აბდუშელიშვილი
Aa
Aa

აბდუშელიშვილის პირველი ნაბიჯი - ლეგენდარული იტალიელის სავარჯიშო პროგრამა

საქართველოში  წყალბურთის მეკარეების სპეციალიზებული მომზადების პირველი ცენტრი  გაიხსნება. ინიციატივა საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის. პროექტის ფარგლებში თბილისში ჩამოსულია ლეგენდარული იტალიელი მეკარე უმბერტო პანერაი, რომელმაც რამდენიმე ვარჯიში უკვე ჩაატარა.

პანერაის მიერ დაგეგმილი საწვრთნელი პროცესის დროს ტექნიკას, პოზიციონირებას, რეაქციას, სათამაშო ტაქტიკასა და მანევრირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ქართველებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ პანერაისგან მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა და საკუთარი უნარების განვითარებაზე ეზრუნათ. ახალი ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება, რომელიც მეკარეებს სრულად სპეციფიკურ პროგრამას შესთავაზებს, რაც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების დონის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს.

ცნობისათვის, უმბერტო პანერაი სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა და წყალბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. მან 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ვერცხლის, 1977 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა
ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა