ნგანუ: როცა წამოვედი, მას შემდეგ UFC-ის მისია ყოველთვის ჩემი განადგურება იყო
ფრენსის ნგანუ მიიჩნევს, რომ UFC-დან მისი წასვლის შემდეგ, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მისი შემდგომი კარიერისთვის ზიანის მისაყენებლად.
„მას შემდეგ, რაც წამოვედი, ნუთუ ვერ ხედავთ, რის გაკეთებას ცდილობენ? ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრები და ნარატივებია, რომელთა წინ წამოწევასაც ისინი ცდილობენ. მათი მისია ყოველთვის იყო ფრენსისის განადგურება და მისთვის ზიანის მიყენება. დამისახელეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მათგან წავიდა და შეძლო გამხდარიყო ვინმე მნიშვნელოვანი - თანაც ისე, რომ არსებითად ჩემპიონად რჩებოდა. მათგან ჩემპიონის სტატუსით არავინ წასულა, ამიტომაც სურთ ამ კარის დაკეტვა“,
- ციტირებს „მტაცებლის“ სიტყვებს გამოცემა Bloody Elbow.
იანვარში PFL-ის ლიგის დატოვების შემდეგ, სადაც მან მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა, კამერუნელმა მძიმეწონოსანმა კონტრაქტი ჯეიკ პოლის პრომოუტერულ კომპანიასთან გააფორმა. ის მომდევნო ბრძოლას 16 მაისს, Most Valuable Promotions-ის შერეული ორთაბრძოლების პირველ ტურნირზე გამართავს, რომლის ფარგლებშიც ბრაზილიელ ფილიპე ლინსს შეხვდება.