ოფიციალურად: FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯები დაასახელა!
"ფიფამ", მომავალ ზაფხულს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის, 36 მსაჯი დაასახელა, რომელთაც აპრილში 2 კვირიანი სპეციალური სემინარი, იტალიის ნაკრების ბაზა "კოვერჩიანოში" ჩაუტარდებათ.
2018 წლის მუნდიალზე, 6 სხვადასხვა კონფედერაციიდან, შემდეგი საფეხბურთო არბიტრები იმსაჯებენ:
AFC (აზიის საფეხბურთო კონფედერაცია): ფაჰად ალ მირდასი (საუდის არაბეთი); ალირეზა ფაგანი (ირანი); რავშან ირმატოვი (უზბეკეთი); აბდულა მოჰამედ მოჰამედი (არაბთა გაერთიანებული საემიროები); რიუჯი სატო (იაპონია); აბდულა ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი).
CAF (აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია): მეჰდი აბიდ ჩარეფი (ალჟირი); მალანგ დიედჰიუ (სენეგალი); პაპა ბაკარი გასამა (გამბია); გჰეად გრიშა (ეგვიპტე); ჯენი სიკაზვე (ზამბია); ბამლაკ ტესემა ვეიესა (ეთიოპია).
CONCACAF (ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკათა და კარიბის საფეხბურთო აცოციაციათა საფეხბურთო კონფედერაცია): ჯოელ აგუილარი (სალვადორი); მარკ გეიგერი (აშშ); ჯაირ მარუფო (აშშ); რიკარდო მონტერო (კოსტა რიკა); ჯონ პიტი (პანამა); სესარ არუტო რამოს პალასუელოსი (მექსიკა).
CONMEBOL (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია): ხულიო ბასკუნანი (ჩილე); ენრიკე კასერესი (პარაგვაი); ანდრეს კუნია (ურუგვაი); ნესტორ პიტანა (არგენტინა); სანდრო რიკი (ბრაზილია); ვილმარ როლდანი (კოლუმბია).
OFC (ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაცია): მეტიუ კონგერი (ახალი ზელანდია); ნორბერტ ჰაუატა (ტაიტი).
UEFA (ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა გაერთიანება): ფელიქს ბრიხი (გერმანია); ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი); სერგეი კარასევი (რუსეთი); ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია); შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი); ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსი (ესპანეთი); მილორად მაზიჩი (სერბეთი); ჯანლუკა როკი (იტალია); დამირ სკომინა (სლოვენია); კლემენ ტურპენი (საფრანგეთი).
ჩამოთვლილი საფეხბურთო მსაჯებს, ასევე 6 სხვადასხვა კონფედერაციიდან, 63 ხაზის მსაჯი (გვერდითი არბიტრი) დაეხმარება. ასევე, გამოიყენებენ დამხმარე ვიდეო რეფერისაც (VAR).
რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.