მაკა კვინჩია
Aa
Aa

სამი სპორტსმენის ოთხი მედალი - პარაძალოსნობის ევროპის ღია თასი

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის ევროპის ღია თასზე ხვალ საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს, რითაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გამოსვლას დაასრულებენ. მართალია ტურნირი 11 მარტს სრულდება, თუმცა ბოლო დღეს მხოლოდ გუნდური შეჯიბრება ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს.

ჯინჭარაძის გამოსვლამდე კი სამმა ქართველმა პარაძალოსანმა საერთო ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. თავდაპირველად სამი გამოსვლის ჯამში იაგო გორგოძემ 467 კილოგრამი დაძლია და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ამას მოჰყვა მაკა კვინჩიას წარმატებები, რომელმაც სამი მისვლის ჯამში 384 კილოგრამის დაძლევით საუკეთესო შედეგი აჩვენა, ინდივიდუალურ გამოსვლაში კი 130 კილოგრამი აწია და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ქართველი პარაძალოსნებიდან საუკეთესოდ კი ჯერჯერობით გიორგი დურგლიშვილი (-80 კგ) გამოვიდა, რომელიც სამი მისვლის ჯამში 428 კილოგრამის დაძლევით ევროპის ღია ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ღია ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში მეშვიდედ ტარდება და წლევანდელ ტურნირში 27 ქვეყნის 193 პარათლეტი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთხი მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების ტრიუმფი მძიმე წონაში
ოთხი მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების ტრიუმფი მძიმე წონაში