აკაკი ჯინჭარაძე
Aa
Aa

ორი მედალი და ევროპის რეკორდი - ჯინჭარაძის წარმატება

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართული პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი აკაკი ჯინჭარაძისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პარასპორტსმენმა, ისევე როგორც სხვა მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე, ამჯერადაც უმაღლესი კლასი გამოავლინა და ორი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჯინჭარაძემ, რომელიც +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, 250 კილოგრამი დაძლია და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. რაც შეეხება სამი მისვლის ჯამს, აქ მან 737 კილოგრამი დააფიქსირა, ვერცხლის პრიზიორი გახდა და პლუს ამას, ევროპის რეკორდიც დაამყარა, რითაც პრესტიჟულ შეჯიბრებაზე მიღწეული წარმატება კიდევ უფრო გაალამაზა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს აკაკი ჯინჭარაძე გულშემატკივარს უმაღლესი დონის ასპარეზობით ანებივრებს და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მან საქართველოსა და ჩინეთში გამართული მსოფლიოს თასის ეტაპები დამაჯერებლად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება
15 მედალი მსოფლიოს თასზე - პარაძალოსნების წარმატება