ილია თოფურია, ჯეიკ პოლი, ლოგან პოლი
Aa
Aa

„ჯეიკი ილიას გაანადგურებს“ | ლოგან პოლის განცხადება

ილია თოფურია, ედინ როსთან სტუმრობისას, სატელეფონო ზარით ჯეიკ პოლს ესაუბრა და მათ შორის ვითარება დაიძაბა. პოლმა ილიას კრივის წესებით სპარინგი შესთავაზა, რაზეც „ელ მატადორმა“ თანხმობა განაცხადა და დასძინა, რომ პოლი, როგორც მოკრივე არაფრად ვარგა და მათ შორის დიდი სხვაობაა.

ილიასა და ჯეიკ პოლის საუბარს ლოგან პოლი გამოეხმაურა. მან საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ თოფურიას მისი ძმის წინააღმდეგ კრივში შანსი არ აქვს და ჯეიკი მას უბრალოდ გაანადგურებს.

„ჯეიკი მას ბოლომდე გაანადგურებს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ჯეიკი მას მაგრად დაამუშავებს. ეს სპარინგი სამართლიანიც კი არ იქნება. ილია სიმაღლეში 1.7 მეტრია და დაახლოებით 70 კგ-ს იწონის, ჯეიკი 97 კგ-ს იწონის და სიმაღლეში 1.85 მეტრია. თანაც ის მოკრივეა.

არგუმენტიც კი არ არსებობს, რომელიც ილიას სასარგებლოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუმცა, ჯეიკი დამეთანხმება და ვფიქრობ, ისიც ამ აზრზეა. MMA-ის წესებით რომ იჩხუბონ, ვითარება რადიკალურად განსხვავებული იქნება.“

ცნობისთვის, პოლს კრივში 14 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 2 მარცხია. პოლმა ბოლოს ენტონი ჯოშუასთან იჩხუბა და მეექვსე რაუნდში დანოკაუტდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს“ - იანმა მერაბზე ისაუბრა
„მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს“ - იანმა მერაბზე ისაუბრა