„მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს“ - იანმა მერაბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა Ariel Helwani-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და მასთან შესაძლო რემატჩის ალბათობა განიხილა.
რას ამბობს იანი:
„როდესაც პირველად ვიჩხუბეთ, ხელზე ტრავმა მქონდა და ამის გამო, პრაქტიკულად, ვერც ვმოძრაობდი. მეორე ბრძოლაში კი ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, სრულყოფნილი საწვრთნელი ბანაკი გავიარე და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი. იძახიან, რომ მერაბი სათანადოდ არ მოემზადა, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, მაშინ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.“
„ჩემში, მისი საჩემპიონო პერიოდი აღრფთოვანებას არ იწვევს. იმ ოთხი ბრძოლიდან, რომელიც მან გამართა, ორი შონ ო’მალის წინააღმდეგ იყო. პირველ ბრძოლაში, ომალი მერაბმა ფაქტობრივად, გასრისა, მეორეში კი ცალი ხელით დაახრჩო. ასე რომ, ითვლება ეს ოთხად? გულახდილად რომ ვთქვა, ის შონ ო’მალისთან საბრძოლველად საერთოდ, არც კი მომზადებულა, უბრალოდ იცოდა, რომ ჭიდაობით აჯობებდა. ერთი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა და იმ ჩხუბში, უმარს ხელი რომ არ მოეტეხა, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა.“
როგორც ცნობილია, პრომოუშენმა მერაბ დვალიშვილს იანთან მესამე ჩხუბის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ თავად „მანქანამ“ განაცხადა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ჩხუბი თეთრ სახლში 14 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ შედგება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ იანთან ბრძოლაში, 2025 წლის დეკემბერში დათმო.