„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო“ | ილია თოფურიას პოსტი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა. „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი სწორედ ამ ჩხუბში გახდა და „ვოლკის“ მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისნაირ ლეგენდასთან ოქტაგონი გავიყავი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იყო და არის მომენტი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, - დაწერა ილიამ.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა და „დალოცვილიც“ დაანოკაუტა. ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ იგი მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა და ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით ორი წონის ჩემპიონი გახდა.