სტივ კერი: „სტეფი პლეიოფის პირველ რაუნდს გამოტოვებს“
„გოლდენ სტეიტი“ პლეიოფს დანაკლისით ხვდება. „მეომრებს“ დიდი ალბათობით ორგზის MVP სტეფ კარი დააკლდებათ. „ატლანტასთან“ მიღებული ტრამვა სერიოზული აღმოჩნდა და „უორიორსს“ პირველი რაუნდის დაძლევა 30 წლის გამთამაშებლის გარეშე მოუწევს.
თავდაპირველად, გუნდის ექიმების განცხადებით სტეფი პლეიოფებისთვის მზად იქნებოდა, თუმცა „მეომრების“ მწვრთნელმა - სტივ კერმა აღნიშნული ინფორმაცია გამორიცხა და განაცხადა: „სტეფი პლეიოფის პირველ რაუნდს აუცილებლად გამოტოვებს, მის სარეაბილიტაციო პერიოდს 3 კვირა სჭირდება და ნამდვილად არ ვაპირებთ ერთი რაუნდის გამო კარის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. მსგავსი სიტუაცია ჩვენ შარშანდელ სეზონშიც გვქონდა, როდესაც ტრამვა კევინ დურანტმა მიიღო, ასე რომ, ლიდერების გარეშე თამაშის გარკვეული გამოცდილება ნამდვილად გაგვაჩნია. მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვარიანტში მოვახერხებთ პირველი რაუნდის დაძლევას“.
შეგახსენებთ, რომ სტეფმა ტრამვა „ჰოუქსთან„ მატჩში მიიღო. 30 წლის გამთამაშებელი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 26.4 ქულას, 5.1 მოხსნას და 6.1 გადაცემას აგროვებდა.
დღევანდელი სიტუაციით „მეომრებს“ პირველ რაუნდში „მინესოტას“ წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, ჯიმი ბატლერთან ერთად კი „ტიმბერვულვზი“ ნამდვილად არაა სასურველი მეტოქე.