არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„საქმეში მამამისი თუ ჩაერევა“ - სენ დენიმ არმანს პირობა წაუყენა

ბენუა სენ დენიმ რამდენიმე დღის წინ დენ ჰუკერთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი, დენიელ კორმიეს შეკითხვაზე, თუ რომელ მებრძოლს განიხილავს თავის მომავალ მოწინააღმდეგედ, ილია თოფურია, არმან ცარუკიანი და ჯასტინ გეიჯი დაასახელა, რაზეც ნათლად გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ მისი ამბიციები გაზრდილია და შედარებით დაბალი რეიტინგის მეტოქესთან ბრძოლაში დროის დაკარგვას აღარ გეგმავს.

თუმცა, როგორც ჩანს სენ დენის განცხადება ცხელ გულზე გაკეთებული კომენტარი იყო - ყოველ შემთხვევაში ცარუკიანთან მიმართებაში ნამდვილად ასეა. ბენუას მენეჯერმა და მისმა მარჯვენა ხელმა განაცხადა, რომ ისინი სომეხთან დაპირისპირებას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანმხდებიან, თუ არმანის შეძლებული მამა როგორც მის, ასევე სენ დენის სახლს ორმაგ ფასად შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ბრძოლით საერთოდ არ დაინტერესდებიან, რადგან ცარუკიანი არაკომფორტული მეტოქეა, არა მისი საბრძოლო უნარების, არამედ აუტანელი ხასიათისა და არაპროგნოზირებადი ქცევების გამო.

შეგახსენებთ, რომ ბენუა სენ დენიმ კარიერაში გამართული 21 ბრძოლიდან 17 მოიგო და მას ზედიზედ ოთხბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს - ფრანგმა მებრძოლმა მიყოლებით კაილ პრეპოლეცი, მაურისიო რუფი, ბენეილ დარიუში და დენ ჰუკერი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ილიას დაამარცხებს“ | პიმბლეტს გეიჯისთან მეორე ჩხუბი სურს
„იმედი მაქვს, ილიას დაამარცხებს“ | პიმბლეტს გეიჯისთან მეორე ჩხუბი სურს