გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე უოტფორდის ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდს „უოტფორდში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდში“ სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით დარჩება და ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

გოგლიჩიძე „უდინეზეს“ საკუთრებაა და სეზონის პირველი ნახევარი სწორედ იტალიურ კლუბში გაატარა. უდინელთა შემადგენლობაში ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძეც თამაშობს, ახალგაზრდულ გუნდში კი ნიკოლოზ ჩიქოვანიც ირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგმა ბოლო წუთზე მოიგო - ქოჩორაშვილმა მე-80 წუთიდან ითამაშა
სპორტინგმა ბოლო წუთზე მოიგო - ქოჩორაშვილმა მე-80 წუთიდან ითამაშა