პედი პიმბლეტი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„ნაგავი სანაგვეზე მოისროლეს“ - პედი ჰუკერის მარცხს გამოეხმაურა

პედი პიმბლეტსა და დენ ჰუკერს შორის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი გაუარესდა და ახლა როდესაც, ერთი კვირის ინტერვალში ჯერ ერთი დამარცხდა, ხოლო შემდეგ მეორე, მათი კომენტარების მოსმენა ორმაგად საინტერესო  გახდა. ბუნებრივია, მისი პერსონიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო ხმაურიან განცხადებას პიმბლეტისგან ელოდნენ და ასეც მოხდა.

პედი პიმბლეტი

სასიამოვნოა დანოკაუტებული დენ ჰუკერის ხილვა ყველაფერი იმ საზიზღრობების შემდეგ, რაც მან ჩემზე ილაპარაკა. დარწმუნებული ვარ ჩემი მარცხით ისიც დატკბებოდა, მაგრამ მასაც და ჩემს სხვა კრიტიკოსებსაც შევახსენებ - მე არასოდეს არავის დავუფინიშებივარ. ჰუკერზე მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით - ნაგავი სანაგვეზე მოისროლეს.

შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო ამავე დივიზიონში ორიოდე დღის წინ დენ ჰუკერი ნოკაუტში ბენუა სენ-დენიმ ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბანაკში თოფურიასთან მივდივარ და ერთად გაგანადგურებთ“ - სილვამ ვოლკანოვსკი გამოიწვია
„ბანაკში თოფურიასთან მივდივარ და ერთად გაგანადგურებთ“ - სილვამ ვოლკანოვსკი გამოიწვია