ვოლკანოვსკის მეტოქის გამოსავლენად - ლონდონში სუპერბრძოლა ჩაინიშნა
21 მარტს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გასამართი ღონისძიების მთავარ ბრძოლად ისეთი ჩაინიშნა, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ერთმანეთს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ორი დაუმარცხებელი მებრძოლი მოვსარ ევლოევი და ლერონ მერფი დაუპირისპირდებიან, მათ შორის გამარჯვებული კი ტიტულისთვის ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქე იქნება. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევდა, რომ ახლაც ავსტრალიელთან არა დიეგო ლოპესს, არამედ მოვსარს, ან ლერონს უნდა ეჩხუბა, თუმცა დენა უაითმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ევლოევი-მერფის დაპირისპირებაზე კომენტარი უკვე გააკეთა ვოლკანოვსკიმ - 37 წლის ლეგენდის თქმით, არავის არ შეუძლია ბრძოლის ისე კარგად დაგეგმვა, როგორც ლერონს, მაგრამ მისი აზრით ფავორიტი მაინც მოვსარი იქნება და შესაბამისად, თვლის რომ მომავალში დაპირისპირება სწორედ ინგუშ მებრძოლთან მოუწევს. რაც შეეხება მერფის, მან აღნიშნა, რომ ამ დივიზიონში ერთადერთი სწორედ ის არის, რომელსაც ვოლკანოვსკის საოცარი სვლის შეჩერება შეუძლია და ამაში სულ მალე ყველა დარწმუნდება.
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევს კარიერის მანძილზე გამართული 19 ბრძოლიდან ცხრამეტივე მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული, ხოლო ლერონ მერფიმ 18-დან 17 ჩხუბი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.