პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ვის განიხილავს მანჩესტერ სიტი გუარდიოლას წასვლის შემთხვევაში - რას წერს Telegraph-ი

ჩაბი ალონსო შესაძლოა პეპ გუარდიოლას მემკვიდრე გახდეს. The Telegraph-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ „რეალისა“ და „ბაიერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მოხვდება სულ მცირე სამკაციან „შორტ-ლისტში“, რომლებსაც გუარდიოლას შემცვლელებად განიხილავენ.

სულ უფრო იზრდება რწმენა იმისა, რომ კატალონიელი სპეციალისტი პოსტს ზაფხულში დატოვებს, თუმცა კლუბში არსებული წყაროები ირწმუნებიან, რომ ეს ასე არ არის.

ვარაუდობენ, რომ სიაში მოხვდებიან ასევე ენცო მარესკა და სესკ ფაბრეგასი. რაც შეეხება „ბაიერნის“ მწვრთნელ ვენსან კომპანის, მიუნხენურ კლუბთან დაახლოებული წყაროები არ ფიქრობენ, რომ ბელგიელი ამ ზაფხულს ინგლისში დაბრუნებაზე დათანხმდება.

ასევე, ადრე „მანჩესტერ სიტის“ რობერტო დე ძერბი მოსწონდა, თუმცა ამჟამად იტალიელი „მარსელში“ სირთულეებს აწყდება.

შეგახსენებთ, რომ პეპი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო