პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

„საერთოდ ნანახი აქვთ ამ კლუბის თამაში“ - გუარდიოლა წყობიდან გამოიყვანეს

პეპ გუარდიოლა საკუთარ თავზე კონტროლს იშვიათად კარგავს და სწორედ ასეთ იშვიათ შემთხვევას ჰქონდა ამჯერად ადგილი, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ კატალონიელი დამრიგებელი წყობიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი მომზადებული კლუბის „ბოდო გლიმტთან“ მარცხის შემდეგ გამოიყვანეს. ბუნებრივია, მწვრთნელის მისამართით კრიტიკა ხშირად ისმის, როდესაც გრანდი აუტსაიდერთან მარცხდება და წესით პეპს ეს ყველაფერი არ უნდა გაკვირვებოდა, თუმცა პირიქით მოხდა და ის მედიის წარმომადგენლებს აქეთ დაესხა თავს.

პეპ გუარდიოლა

ერთი კვირის წინ ნიუკასლში ვიყავით ჩასულები და 2:0 გავიმარჯვეთ, იგივეს გაკეთება კი ნორვეგიაში ვერ მოვახერხეთ, რისი მიზეზიც 100 პროცენტით ვიცი, რომელსაც თქვენ რა თქმა უნდა არ გაგიმხელთ. არავისგან მესწავლება, რომ 7 ტურში ჩემპიონთა ლიგაში 13 ქულის დაგროვება კატასტროფაა, მაგრამ ასეთი შედეგი რვა გუნდს აქვს და მათ შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ „ჩელსის“.

თქვენ იცით რა სქემით თამაშობს „ბოდო გლიმტი“? მე გეტყვით, 4-4-2-ით და მსგავს ტაქტიკურ სივიწროვეში ჩემს გარემარბებს სივრცე სად უნდა ეპოვათ? ან რამდენი გარემარბი ჰყავდა „მანჩესტერ სიტის“ ამ შეხვედრაში? ნული. სულ იმაზე ვოცნებობ ყველა ტრავმირებული დაგვიბრუნდეს და ამის შემდეგ ყველაფერი წესრიგში იქნება. როგორ ფიქრობთ დოკუ რომ ჯანმრთელი ყოფილიყო, არ ითამაშებდა? ან აკე გახურებისას რომ არ დაშავებულიყო, არ ვათამაშებდი? ცდებით, თუ ასე გგონიათ.

მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ასეთ კომენტარებს წერენ: „როგორ დამარცხდა მანჩესტერ სიტი ბოდო გლიმტთან?“ დარწმუნებული ვარ, მათ ნორვეგიის ამ კლუბის არც ერთი მატჩი თავიდან ბოლომდე არ აქვთ ნანახი და არც იმის შესახებ იციან, რომ „ბოდო გლიმტმა“ შარშან ევროპა ლიგის ნახევარფინალი ითამაშა.

გპირდებით, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად მეყოლება, ამ ფორმაციის „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ რვა მატჩს თავისუფლად მოვაგებინებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამის გაკეთება გამიჭირდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფეხბურთელები გადაიღლებიან.

ცნობისათვის, „ბოდო გლიმტთან“ (1:3) დამარცხების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიმ“ ხასიათი დღეს ინგლისის პრემიერლიგაში გამოისწორა და საკუთარ სტადიონზე „ვულვზი“ 2:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო
„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“ - გუარდიოლამ კონკურენტი შეაქო