სპორტინგმა მარტივად მოიგო - ქოჩორაშვილი 78-ე წუთიდან ათამაშეს
პორტუგალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „ვიტორია გიმარაეშს“ დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა.
გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 5:0 იყო.
დამატებული დროის ჩათვლით, ქართველ ნახევარმცველს 15 წუთამდე სათამაშო დრო მიეცა და მატჩი ასეთი სტატისტიკით დაასრულა: ბურთთან 12 შეხება, 11-დან 10 ზუსტი პასი, 1 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.
გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში მე-17 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში 1 ასისტის გაკეთება შეძლო, თასზე კი 3 მატჩში მოირგო „სპორტინგის“ მაისური.
32 ქულის შემდეგ „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატში 76 ქულა აქვს და „ბენფიკასთან“ ერთად, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებს. ლისაბონელები მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, სტუმრად, „რიუ ავესთან“ გამართავენ.