ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა დამსახურებული“ - ენრიკე სტრასბურგთან მატჩზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ქართველ შემტევს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ჩემპიონთა ლიგის დასვკნით ტურში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა 10-დღემდე იუქმებს.

„სტრასბურგთან“ გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკემ განვლილი შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტებთან შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

იყო თუ არა ეს გამარჯვება ხასიათის დამსახურება?

„დიახ. მაგრამ მატჩი რომ წაგვეგო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხასიათი არ გვქონდა? ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. უკვე სამი წელია ვაჩვენებთ, რომ მებრძოლი გუნდი ვართ. დღეს დიდად ზუსტები არ ვიყავით. ძალიან სუსტი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ და მეტოქის ნახევარზე კონტროლი დავამყარეთ. „სტრასბურგს“ ვულოცავ – ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებიც ძალიან მომწონს. ჩვენ მოვიგეთ, თუმცა არ ვიცი, იყო თუ არა ეს დამსახურებული. ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან კარგია.“

როგორ შეაფასებთ მატვეი საფონოვს?

„ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბევრი მეკარე მყოლია, რომლებიც პენალტებს იგერიებდნენ, მაგრამ ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი ამ კომპონენტში მინახავს. მისი უნარი — გამოიცნოს მხარე, შერჩეული პოზიცია და მიხვდეს, თუ საით დაარტყამს შემსრულებელი — უაღრესად მნიშვნელოვანია.“

რას იტყვით ეპიზოდზე, როდესაც მოედანზე კაცნაკლულნი დარჩით?

„ამ გარემოებამ თამაში შეცვალა, რადგან ბურთს ვეღარ ვაკონტროლებდით. მოგვიწია დაბალ ბლოკში (ღრმა დაცვაში) ჩადგომა, რაც ჩვენი გუნდისთვის უჩვეულოა. ვცდილობდით კონტრშეტევებზე თამაშს. გაგვიმართლა, რომ ერთი ძალიან ლამაზი კომბინაცია გავათამაშეთ, რაც კანგ-ინ ლის, დეზირე დუეს და ასევე უსმან დემბელეს მოედანზე შემოსვლის დამსახურებაცაა.“

საგულისხმოა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ მეორე გოლის გატანა მაშინ შეძლო, როდესაც გუნდი 10 კაცით დარჩა. მთავარმა მსაჯმა 75-ე წუთზე მოედნიდან აშრაფ ჰაკიმი გააძევა, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რამდენიმე წუთში კი „სტრასბურგის“ კარში ნუნუ მენდეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო