როდისთვის იქნება მზად პიოტრ იანი | რას ამბობს მისი მენეჯერი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, პიოტრ იანს წელზე ოპერაცია ჩაუტარდა. რუსმა მებრძოლმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ მალე დაბრუნდება, თუმცა რეალობა ცოტათი სხვაგვარია.
MMA Junkie იანის მენეჯერს, დენი რუბენშტაინს დაუკავშირდა. მან პიოტრის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის ყოფილი მეტოქე მზად ივლისში იქნება.
„წელზე, რომელზეც პრობლემები მერაბთან ჩხუბის დროსაც ჰქონდა, მცირე ოპერაცია ჩაუტარდა. პიოტრი მზად ივლისში იქნება.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა განაცხადა, მისი მომდევნო მეტოქე იანი იქნება, რაც მოგვიანებით თავად პიოტრმაც დაადასტურა. „მანქანამ“ და იანმა დეკემბერში იჩხუბეს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, დვალიშვილი, რომელმაც 2025 წელს ოთხი ჩხუბი გამართა, შვიდი თვის განმავლობაში დაისვენებს.