კუიმპერის ჩელენჯერი - ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა
კუიმპერის ჩელენჯერის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ღაზუანი დურანს დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:4 7:5 დაამარცხა.
პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ცუდად დაიწყო და მეოთხე გეიმში თავისი ჩაწოდება დათმო, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორა და მე-7 გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო.
ბასილაშვილი ზედიზედ 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტი თითქმის იგივე სცენარით წარიმართა. დურანმა მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ნიკოლოზმა უმალ უკუბრეიკი შემოგვთავაზა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა გვეხილა, თუმცა მე-11 გეიმში ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდება მოიგო, დაწინაურდა და საბოლოო ჯამში მატჩიც მოიგო.
ცნობისთვის, კუიმპერის ჩელენჯერის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მარტინუს და ფაურელს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ორივე ჩოგბურთელი ფრანგია და მასპინძლის სტატუსი აქვთ.