ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ჯასტინ, ჩემპიონობას იმსახურებ“ - პიმბლეტის პირველი განცხადება მარცხის შემდეგ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. „ბედიმ“ გეიჯის გამარჯვება მიულოცა და ილია თოფურიასთან ბრძოლაში წარმატებები უსურვა.

„იმედია, ყველამ ისიამოვნა ჩემი ბრძოლით ისევე, როგორც მე თვითონ. მადლობა ყველას, ვინც დარბაზში იყო ჩემს მხარდასაჭერად და ვინც სახლიდან მგულშემატკივრობდა. თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმები არ მაქვს. ბრძოლის წინ კარგი მოსამზადებელი ბანაკი მქონდა და ადვილად ჩავაბარე წონა. გამართლებებს არ ვეძებ - გაიმარჯვა იმან, ვინც უკეთესი იყო.

ვულოცავ ჯასტინ გეიჯის - ძმაო, შენისთანა ლეგენდასთან ერთად ოქტაგონში ყოფნა დიდი პატივია. გისურვებ აბსოლუტურ ჩემპიონობას, შენი კარიერით ეს ნამდვილად დაიმსახურე. იმედია, აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის რემატჩს მოვაწყობთ, ვინაიდან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემპიონი გავხდები. მადლობა UFC-ის ამ შესაძლებლობისთვის. ყველამ იცით, რომ ახლო მომავალში ამ ქამრისთვის დავბრუნდები“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმლეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი გახდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ბრძოლამდე განაცხადა, რომ პიმბლეტი-გეიჯის გამარჯვებული აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია სახლს ყიდის | ცარუკიანი მზადაა შეიძინოს — ოღონდ ერთი პირობა აქვს
თოფურია სახლს ყიდის | ცარუკიანი მზადაა შეიძინოს — ოღონდ ერთი პირობა აქვს