სტანისლავ ვავრინკა
Aa
Aa

ცრემლები ძლივს შეიკავა და ლუდი დალია - ვავრინკა მელბურნს დაემშვიდობა

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში სტენ ვავრინკა ტეილორ ფრიცთან ოთხ სეტში 6:7 2:6 4:6 4:6 დამარცხდა. მისთვის აღნიშნულ დიდ სლემზე უკანასკნელი მატჩი იყო, რადგან, როგორც ცნობილია შვეიცარიელი ჩოგბურთელი 2026 წელს კარიერას ასრულებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვავრინკა გულშემატკივრების წინაშე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ცრემლები ძლივს შეიკავა და გულშემატკივრებს ქილა ლუდის დალევით დაემშვიდობა.

„ცუდია, რომ ეს ყველაფერი მთავრდება. ვწუხვარ, მაგრამ ფანტასტიკური მოგზაურობა გამომივიდა.“ - განაცხადა სტენმა

ამის შემდეგ, მან ლუდის 2 ქილა აიღო, ერთი თავად დალია, ხოლო მეორე ტურნირის დირექტორს კრეიგ თაილის გადასცა.

ცნობისთვის, ვავრინკასთვის კარიერაში ყველაზე დიდი შედეგი ATP რეიტინგში მე-3 ადგილი იყო. ის გახლავთ ჩოგბურთელი, რომელმაც ნადალი/ფედერერი/ჯოკოვიჩის ეპოქაში ერთზე მეტი დიდი სლემის მოგება შეძლო.

შვეიცარიელი ტურში 2002 წლიდან თამაშობს და კარიერაში 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობა, 2015 წელს როლან გაროსი და 2016-ში ამერიკის ღია პირველობა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები