ახალი რეკორდი - ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრწყინავს
მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდებულ სვლას აგრძელებს.
38 წლის სერბმა ჯერჯერობით სამი მატჩი გამართა და სამივე სეტის წაუგებლად მოიგო.
პირველ წრეში მისი მეტოქე რეიტინგის 71-ე ნომერი პედრო მარტინესი იყო, რომელსაც 6:3 6:2 6:2 აჯობა.
მეორე წრეში იტალიელ ფრანჩესკო მაესტრელის 6:3 6:2 6:2 გაუსწორდა, ხოლო მესამე თამაში ბოტიკ ვან დე ზედნშულპს 6:3 6:4 7:6 მოუგო. ეს გამარჯვება ნოვაკის კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე რიგით მე-400 იყო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი გახლავთ.
ლეგენდარული სერბის მომავალი მოწინააღმდეგე 1/8-ფინალში იაკუბ მენსიკი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, „ნოლე“ ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 4180 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.