თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

სადებიუტო მატჩში პენალტი მოიპოვა | მორჩილაძის წარმატებული დებიუტი

ხორვატიის უმაღლეს ლიგაში რიეკას ქართველი ახალწვეულის, თორნიკე მორჩილაძის დებიუტი შედგა. მოქმედმა ჩემპიონმა რიეკამ ისტრას სტუმრად 1:2 მოუგო. მორჩილაძე, რომელიც თამაშში 1:1-ზე, 66-ე წუთზე ჩაერთო, პენალტი მოიპოვა და ტიაგუ დანტაშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

გარდა იმისა, რომ პენალტი მოიპოვა, გოლის გატანა თავად შეეძლო, თუმცა ცაციათი კარს ოდნავ ააცილა.

 

24 წლის ქართველმა მარცხენა გარემარბმა გასული წლის მიწურულს დინამო თბილისი დატოვა და კარიერა ხორვატიის მოქმედ ჩემპიონ რიეკას დაუკავშირა. ფეხბურთელისთვის, რომელსაც Transfermarkt-ი 350 000 ევროდ აფასებს, რიეკა პირველი უცხოური კლუბია.

18 ტურის შემდეგ რიეკა მესამე ადგილზეა, ლიდერ ზაგრების დინამოს 11 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან სპლიტის ჰაიდუკს - 10 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-9 ქართველი სლოვაკეთში | სილაგაძე პოდბრეზოვაში ითამაშებს
მე-9 ქართველი სლოვაკეთში | სილაგაძე პოდბრეზოვაში ითამაშებს