სეზონის ბოლომდე სენტ-ეტიენში დარჩენა გადაწყვიტა | ფრანგული მედია ზურიკოზე
ფრანგული Le10sport-ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენს აცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არაა, რაც ნიშნავს რომ სეზონის ბოლომდე ლიგა 2-ში ითამაშებს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ბენფიკას, ლილს, მონაკოს, ოლიმპიაკოსს, ევერტონსა და ბეშიქთაშს დაუკავშირეს.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ცნობით, მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში ლიდერ ლუის მაფუტას მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. საფრანგეთის თასზე ნიცასთან ითამაშა, პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მოკლედ, მიმდინარე სეზონში ძალიან შედეგიანია და უფრო მაღალი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს, თუმცა თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, სურს კლუბში დარჩეს და სენტ-ეტიენს ლიგა 1-ში აღზევებაში დაეხმაროს.