„2026 წელსაც მე მოვიგებ“ | ილიას ნოკაუტი წლის საუკეთესოდ დასახელდა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მორიგი აღიარება მოიპოვა. „ელ მატადორის“ ნოკაუტი, რომლითაც მან ჩარლზ ოლივეირა დააფინიშა და მსუბუქი წონის ტიტული დაისაკუთრა, 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტად დასახელდა.
EL MATADOR ????@TopuriaIlia takes home the #UFCHonors award for KO of the Year! pic.twitter.com/1JCT6PkzjT
— UFC (@ufc) January 16, 2026
თოფურია საკუთარ წარმატებას გამოეხმაურა და X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: „წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდო 2026 წელსაც ჩემი იქნება.“
The award for the best knockout of the year in 2026 will also be mine ???? https://t.co/9RwokDOGzF
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 16, 2026
ცნობისთვის, ოლივეირას დამარცხების შემდეგ „ელ მატადორი“ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგის პირველი ნომერი და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ამ მომენტისთვის, თოფურია მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც ეს ჯილდო დაისაკუთრა. ილიას გარდა, ეს სტატუსი ხორხე მასვიდალს, ხოაკინ ბაკლის, კამარუ უსმანს, ლეონ ედვარდსს, ისრაელ ადესანიასა და მაქს ჰოლოუეის მოუპოვებიათ.