როჯერ ფედერერი, კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„წარმოუდგენელ ჩოგბურთს თამაშობენ“ - ფედერერი თანამედროვე ლიდერებზე

კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის სათამაშო კლასს ჩოგბურთის აბსოლუტურად ყველა მოყვარული, ასევე მოქმედი და წარსულში ცნობილი მოთამაშეები უსვამენ ხაზს, თუმცა როდესაც ამ ყველაფერზე აღფრთოვანებით ისეთი ლეგენდაც საუბრობს, როგორიც როჯერ ფედერერია, ეს ყველაფერი ესპანელისა და იტალიელის უსაზღვრო შესაძლებლობებს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. ფედერერმა თანამედროვე ჩოგბურთის ლიდერებზე გამოცემა Punto Break-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როჯერ ფედერერი

კარლოსისა და იანიკის მეტოქეობა უბრალოდ შთამბეჭდავია. ისინი წარმოუდგენელ დონეს აჩვენებენ, 2025 წლის როლან გაროსის ფინალი კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საჩოგბურთო მატჩი იყო. ამ დროს მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზისკენ იყო მიპყრობილი და სასიამოვნოა, რომ ჩვენ სპორტს ხალხში მსგავსი ემოციების აღძვრა შეუძლია. როგორც ალკარასმა, ასევე სინერმა ბოლო წლებში უდიდესი პროგრესი განიცადა და ვოცნებობ ტრავმები მაქსიმალურად აირიდონ. მათთან ერთად ვარჯიშის საშუალება რამდენჯერმე მომეცა და მათი დარტყმის ტექნიკით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერს დიდი სლემის ტურნირები 20-ჯერ აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (24) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება. შვეიცარიელმა ექვსჯერ ავსტრალიის ღია პირველობაზე, ერთხელ როლან გაროსზე, რვაჯერ უიმბლდონზე და ხუთჯერ ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი წასვლით ჩემი ნაწილიც ჩამოიშალა“ - ჯოკოვიჩმა როჯერი და რაფა გაიხსენა
„მათი წასვლით ჩემი ნაწილიც ჩამოიშალა“ - ჯოკოვიჩმა როჯერი და რაფა გაიხსენა