კაილა ჰარისონი
Aa
Aa

ჰარისონის ტრავმა | UFC324-ის თანამთავარი მოვლენა ჩაშლის პირასაა

2026 წელი დენა უაითისთვის ცუდად დაიწყო - გავლენიანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, UFC 324-ის თანამთავარი მოვლენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, კაილა ჰარისონმა კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და, შესაბამისად, 9 დღეში დაგეგმილ ღონისძიებაზე ამანდა ნუნიესთან ვერ იჩხუბებს.

MMA Fighting-ის ინფორმაციით, UFC ჰარისონის შემცვლელის ძებნას არ დაიწყებს და ამ დაპირისპირებას უბრალოდ სხვა თარიღზე გადაიტანს. ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით პრომოუშენს ჯერ არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება UFC 324-ს, თანამთავარი მოვლენა ამ შემთხვევაში შონ ომალისა და სონგ იადონგის დაპირისპირება გახდება.

ცნობისთვის, კაილა ჰარისონმა გასული წლის ივნისში ჯულიანა პენია დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ კაილამ დარბაზში მყოფი ამანდა ნუნიესი ოქტაგონში მიიწვია და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

რაც შეეხება ამანდა ნუნიესს, ის ერთადერთი ქალი მებრძოლია, რომელმაც ქამრის მოპოვება ორ წონაში (სუპერმსუბუქი და ქვემსუბუქი) შეძლო. „ძუ ლომმა“ კარიერა 2023 წელს დაასრულა (23 მოგება და 5 მარცხი), თუმცა კაილა ჰარისონის გამოწვევა მიიღო და UFC 324-ზე უნდა ეჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC სანახაობაზე დებს ფსონს - მოსაწყენი მებრძოლების დღეები დათვლილია
UFC სანახაობაზე დებს ფსონს - მოსაწყენი მებრძოლების დღეები დათვლილია