დენა უაითი
Aa
Aa

UFC სანახაობაზე დებს ფსონს - მოსაწყენი მებრძოლების დღეები დათვლილია

UFC-ის ახალი ეპოქის ოფიციალურ დაწყებამდე Paramount-ის პლატფორმაზე ათი დღე დარჩა. მსოფლიოს უძლიერესი ლიგისა და ახალი ტელეპარტნიორის თანამშრომლობა კარგს არაფერს უქადის იმ მებრძოლებს, რომლებიც ოქტაგონზე სანახაობრივ გამოსვლებს ვერ აჩვენებენ.

ერთი კვირის წინ შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ ველჩმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია კურსს იღებს „მოსაწყენი“ მებრძოლებისგან გათავისუფლებისკენ. ეს აზრი აიტაცა UFC-ის კომენტატორმა ლაურა სანკომაც და აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა.

„ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ახლა ბევრს საუბრობენ აგრესიული მებრძოლების წახალისებაზე, ვადამდელი გამარჯვებებისა და ფინიშებისკენ სწრაფვის დაფასებაზე. ჰაერში ტრიალებს განცდა, რომ ახალ მაუწყებელ პარტნიორთან ერთად ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რა არის ნამდვილი ბრძოლა. ჩვენ ახალი აუდიტორია გვეყოლება. თავიდან ხალხს სიუჟეტური ხაზები და ის აჟიტირებდა, რასაც მებრძოლები რეალურად აკეთებდნენ გალიაში. ახლა კი ვარსკვლავები ისინი გახდებიან, ვინც დაუჯერებელ ფინიშებს აჩვენებს“,

- ციტირებს სანკოს გამოცემა MMA Mania.

ლიგის პირველი ღონისძიება Paramount-ის პლატფორმაზე იქნება UFC 324, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. მისი მთავარი ბრძოლა კი მსუბუქ წონაში დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები