ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს - ბერულავა/მეტელკინას წარმატებული სტარტი

დღეს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და პირველივე დღეს, მოკლე პროგრამაში საქართველოს დელეგაცია წარსდგა.

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს. მსაჯებმა მათ 75.96 ქულა დაუწერეს. ამ შედეგით ისინი პირველ ადგილზე არიან.

ცნობისთვის, ხვალ ანასტასია და ლუკა თავისუფალ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ევროპის ჩემპიონის ბედი. შეჯიბრი თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები