„შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა“ | მახაჩევი დვალიშვილისა და იანის ჩხუბზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლას გამოეხმაურა. მახაჩევმა იანი შეაქო და განაცხადა, რომ მან ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა.
„პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ორთაბრძოლას ვუყურე. ჩხუბამდე თვე-ნახევრით ადრე იანს შევხვდი და მას წარმატება ვუსურვე. მოსამზადებელი კემპისას პიოტრს დაღესტნელი მოჭიდავეები ეხმარებოდნენ, რომლებიც ძალიან კარგი ბიჭები არიან.
როდესაც მისი გუნდის შემადგენლობა ვნახე, მივხვდი, რომ სერიოზულად იყო განწყობილი. მან შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ახალგაზრდა არწივიც (უმარ ნურმაგომედოვი) გამოდის და ვფიქრობ, ეს წონა ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ იანმა დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. „მანქანამ“ პიოტრთან რემატჩის გამართვა მოითხოვა, თუმცა UFC-ის ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.