ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„იციან, რომ ილიას დავამარცხებ და ცდილობენ, გამაჩერონ“ | არმან ცარუკიანი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. ცარუკიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ UFC მაქსიმუმს აკეთებს, რათა ილია თოფურიამ მასთან არ იჩხუბოს.

„მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდა, მაგრამ არ ვაპირებ დიდხანს მოვიცადო. ილია თოფურია წელიწადში ერთხელ ჩხუბობს. შესაძლებელია, ივნისში ტიტული დაიცვას და შემდეგ თქვას: „მომდევნო ივნისამდე არ ვიჩხუბებ.“ ამ შემთხვევაში მე რა გავაკეთო? ძალიან ახალგაზრდა არ ვარ, რომ დიდხანს მოვიცადო და კარგი იქნება, თუ BMF-ის ქამრისთვის ბრძოლას მომცემენ. მაქს ჰოლოუეი ან ჩარლზ ოლივეირა — ორივე კარგი ვარიანტია.

ყველა მებრძოლს გამარჯვება უნდა, მაგრამ UFC-მ იცის, რომ ამ სპორტში დონეები არსებობს. მათ იციან, რომ ილიას დამარცხება შემიძლია. ამ მომენტისთვის ის დიდი სახელის მქონე მებრძოლია და UFC ცდილობს, გამაჩეროს, რათა მასთან არ მივიდე. დაამარცხებს ილია პედი პიმბლეტს? კი. დაამარცხებს ილია ჯასტინ გეიჯის? კი. დამამარცხებს ილია მე? არა.“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში, მეორე რაუნდში გაფორმებული მახრჩობელა ილეთით იმარჯვა. არმანის მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მსუბუქ წონაში კი 25 იანვარს დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე