Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასება
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა ალავესს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და სუპერ მატჩიც გამოუვიდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს ეფექტური გოლი გაუტანა და დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა ალავესის მეკარემ აჯობა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ვილიარეალის ფეხბურთელები შეაფასა. ჟორჟს გუნდში მეორე ყველაზე მაღალი შეფასება ერგო.
Sofascore:
ჟუნიორი(6.6), მოურინიო(7.1), ფოიტი(7.7), ვეიგა(6.6), პედრასა(6.8), ბუშანანი(6.5), კომესანია(6.8), პარეხო(6.8), მოლეირო(8.9), პერესი(6.5), მიქაუტაძე(7.7), მორენო(7.4), პარტეი(6.3), პეპე(7.4), კარდონა(6.2), ოლუვასეი(6.5).
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში მიქაუტაძეს 5 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. ყველა ტურნირზე ერთად კი 7-ჯერ გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინოს გუნდი ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ რეალს ოთხით. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი ბეტისს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 17 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.