დენა უაითი
Aa
Aa

5000 მაყურებელი, მებრძოლები პრეზიდენტის კაბინეტში - თეთრი სახლის ღონისძიების დეტალები

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა CBS Mornings-ის ეთერში თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მებრძოლები ოქტაგონზე პირდაპირ აშშ-ის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტიდან გავლენ.

„ჩამოვყალიბდით, თუ რამდენ ადამიანს ვუმასპინძლებთ თეთრი სახლის ღონისძიებაზე. დიდი ალბათობით, თეთრი სახლის ეზოში 5 000 ადამიანი გვეყოლება, ახლომდებარე პარკში კი დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და იქ 85 000 გულშემატკივარი განლაგდება.

ასევე მოვაწყობთ სცენას, სადაც მთელი დღის განმავლობაში ბენდები დაუკრავენ. მთელი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრებს სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ პროგრამას შევთავაზებთ. რაც შეეხება მებრძოლებს, ისინი ოქტაგონში პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან გავლენ“.

როგორც ცნობილია, თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები თეთრი სახლის ღონისძიებაზე 8 სატიტულო ჩხუბს იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მეტოქეობა დაასახელა
დენა უაითმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მეტოქეობა დაასახელა