ალან შირერი, ოლე გუნარ სულშერი
Aa
Aa

„სულშერი რამ გაახსენათ, ზაფხულამდე მოიცადონ“ - შირერი ნორვეგიელის წინააღმდეგია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯერჯერობით დარენ ფლეტჩერის სახით ისევ და ისევ დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და სანამ კლუბის ხელმძღვანელები რუბენ ამორიმის შემცვლელს შეარჩევენ, ინგლისურ სპორტულ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება ვრცელდება. ბუნებრივია, განსაკუთრებით საინტერესოა ტელევიზიაში ექსპერტებად მომუშავე ყოფილი ფეხბურთელების მოსაზრება და ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ალან შირერი გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ისევ სულშერის დანიშვნა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური იქნება. კიდევ რაღაცნაირად გავიგებდი დარენ ფლეტჩერი, ან მაიკლ კერიკი რომ დაენიშნათ, მაგრამ როგორ უნდა მიუბრუნდე იმ სპეციალისტის კანდიდატურას, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში გაშვებული გყავს? მესმის ოლე „მანიუში“ თამაშობდა და თავდაპირველად მწვრთნელადაც საიმედოდ მოღვაწეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის გააგდეს.

პირადად მე „იუნაიტედის“ შეფებს ერთ რჩევას მივცემდი - თუ დროებითი მწვრთნელი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, ზაფხულამდე მოიცადონ, რათა ისევ ხაფანგში არ გაებან. ინგლისის, ან ბრაზილიის ნაკრების მუნდიალზე წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ტომას ტუხელის და კარლო ანჩელოტის ვარიანტები გამოჩნდეს, რომლებიც „მანკუნიანელებისთვის“ იდეალური მწვრთნელები იქნებიან“.

ცნობისათვის, ოცდაერთ ტურში დაგროვებული 32 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ – 17, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ლივერპულს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოუენი ამორიმის დათხოვნაზე: რუბენის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ტენ ჰაგის პერიოდში
ოუენი ამორიმის დათხოვნაზე: რუბენის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ტენ ჰაგის პერიოდში