ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ეს ჩვენი ბოლო გარბენი იქნება“ - გეიჯის მწვრთნელის განცხადება

რამდენიმე კვირაში UFC 324-ის ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგება, რომლის მთავარი მოვლენაც მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლაა, სადაც 31 წლის პედი პიმბლეტის მეტოქე 37 წლის ჯასტინ გეიჯი იქნება. შეხვედრისთვის მზადების პერიოდში ამ უკანასკნელის მწვრთნელმა ტრევორ უიტმანმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა, რამაც ზოგიერთი გულშემატკივარი უზომოდ დააღონა:

„ამის ხმამაღლა თქმის არ მეშინია: ეს ჩვენი ბოლო გარბენია და თუ გეიჯი პიმბლეტისთან დამარცხდება, კარიერას დაასრულებს. არ ვაპირებთ დივიზიონის კარიბჭის მცველებად ყოფნას და არც დიდი ფულის გასაკეთებლად სათანადო ჩხუბების მოძიებას. ჯასტინი უნიკალური ადამიანია, მას არ ღლის დაუსრულებელი წარმოდგენების გამართვა, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ოჯახთან ახლოს ყოფნა სჭირდება. მას აქვს პასუხისმგებლობა სწორად მოიქცეს და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს“.

ცნობისათვის, 37 წლის ჯასტინ გეიჯის ანგარიშზე MMA-ში გამართული 31 ბრძოლიდან 26 მოგება და 5 მარცხია. ოცდაექვსიდან ოც შემთხვევაში ნოკაუტით გაიმარჯვა, ბოლოს კი ოქტაგონში 8 მარტს შევიდა და აზერბაიჯანელ რაფაელ ფიზიევს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია 2026 წლის ბოლოსაც ჩემპიონი იქნება“ | ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა
„ილია 2026 წლის ბოლოსაც ჩემპიონი იქნება“ | ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა