პედი პიმბლეტი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

პიმბლეტის ცუდი ხუმრობა და ჰუკერის პასუხი | ახალი დაპირისპირება მსუბუქ წონაში

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონში ახალი დაპირისპირება გაჩნდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პედი პიმბლეტმა MMAGURU-სთან ინტერვიუში დენ ჰუკერის გრეპლინგი გააკრიტიკა და საშინლად იხუმრა.

პიმბლეტის თქმით, ჰუკერს იმდენად ცუდი გრეპლინგი აქვს, რომ მის დედას ვინმე რომ აუპატიურებდეს, მასაც კი ვერ მოაშორებდა და ვერ დაიცავდა. „ბედის“ სიტყვების შემდეგ ჰუკერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ინგლისელს უპასუხა.

„არაფერი გითქვამს, როდესაც ჩემ წინ იდექი, შე ძუკნა. მეგონა, მეგობრები ვიყავით, მაგრამ კარგი მეგობარი ნამდვილად არ ყოფილხარ. მშვიდად განისვენე, რიკი (რიკი პიმბლეტის მეგობარია, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა)“, — აღნიშნა ჰუკერმა.

„მეგონა, მეგობრები ვერ ვიქნებოდით, რადგან რეიტინგში შენზე მაღლა ვარ. თეორიული ხუმრობა, რომელიც იმაზე იყო, რამდენად ცუდი გრეპლინგი გაქვს, ისე მიიღე, რომ ადექი და ჩემს მეგობარზე, რომელმაც თავი მოიკლა, ცუდად ისაუბრე. ამაზე მდაბიო საქციელს უბრალოდ ვერ ჩაიდენდი. არაუშავს, ფაქტია ჩხუბში არაფრად ვარგიხარ“, — ასე გამოეხმაურა პიმბლეტი ჰუკერის სიტყვებს.

ცნობისთვის, ჰუკერმა ბოლო ბრძოლა არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართა და მეორე რაუნდში წააგო, პიმბლეტს კი მომდევნო ორთაბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„როცა მისი თამაში ვნახე, რიბერი გამახსენდა“ | სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა