პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჰუკერმა კინაღამ დაახრჩო და 48 წლის მებრძოლს უგებს“ - პიმბლეტი ცარუკიანზე

იანვარში UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში ბევრი რამ გაირკვევა - დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და გამარჯვებული სავარაუდოდ ზაფხულში ილია თოფურიას შეხვდება. ძალთა ასეთი გადანაწილების გამო ბევრია უკმაყოფილო, უპირველეს ყოვლისა კი დივიზიონის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით პასუხი პიმბლეტმა გასცა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„დენ ჰუკერმა კინაღამ მოგუდა, რაც არმან ცარუკიანის დაბალი დონის ჭიდაობაზე მეტყველებს. მერწმუნეთ, თუ არმანს გილიოტინაზე დავიჭერ, გონებას დაკარგავს. მართალია მას ნორმალური ჭიდაობა აქვს, მაგრამ მე ვერ შემაჩერებს.

გადახედეთ ცარუკიანის ბოლო ბრძოლებს, მან აჯობა თუ არ ვცდები 48 წლის ბენეილ დარიუშს, ასევე ბევრი არ ეთანხმება მსაჯების გადაწყვეტილებას, რომელთაც ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაში გამარჯვება სომეხს მიაკუთვნეს. შემდეგ კი დაუპირისპირდა ჰუკერს, რომელიც მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, რომ საზიზღარი მებრძოლია“.

ცნობისათვის, პედი პიმბლეტს UFC-ში ზედიზედ 9-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, ბოლოს კი ის ოქტაგონში 12 აპრილს შევიდა, როდესაც მაიკლ ჩენდლერს ნოკაუტით აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორივე მხარე თანახმაა - ბრძოლის თარიღიც ირკვევა
ორივე მხარე თანახმაა - ბრძოლის თარიღიც ირკვევა