ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„ისლამი მიწაზე დაასაბმიტებს“ - ცნობილი პრომოუტერი თოფურია-მახაჩევის ბრძოლაზე

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მათი ბრძოლის შესაძლო სცენარი განიხილა.

რას ამბობს გაჯიევი:

„ჩემი ფავორიტი ისლამია. უბრალოდ იმის ხარჯზე, რომ ის უფრო დიდია და ვფიქრობ, ისლამი სულელი არ არის, რომ თოფურიასთან დარტყმების გაცვლაში შევიდეს. მას ძლიერი დარტყმა აქვს და მასთან დარტყმების გაცვლას არ დაიწყებს. ის ბრძოლას უბრალოდ მიწაზე გადაიყვანს  და იქ დაასაბმიტებს, სულ ესაა. აი, მთელი განლაგება. მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლის სცენარი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიას ოჯახური პრობლემების გამო დროებითი პაუზა აქვს აღებული. ილიას არყოფნაში პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვიან, ხოლო გამარჯვებული სწორედ „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა