ორივე მხარე თანახმაა - ბრძოლის თარიღიც ირკვევა
UFC-ში ყველა ბრძოლას ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ადგენენ, მაგრამ როდესაც რეიტინგში საკმაოდ ახლოს მყოფი მებრძოლები ერთმანეთთან დაპირისპირების სურვილს გამოთქვამენ, დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი ამ ვერსიას ყოველთვის განიხილავენ და ხშირ შემთხვევაში დადებითადაც წყვეტენ. ვარაუდობენ, რომ დადებითად გადაწყდება ქვესაშუალო წონის მებრძოლის კარლოს პრატესის სურვილიც, რომელმაც სპეციალური პოსტით ყველას მიანიშნა, რომ მისი და ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირება საკმაოდ კარგი სანახავი იქნება.
ყველაზე კარგი კი ის გახლავთ, რომ პრატესს დელა მადალენამ ძალიან მალე უპასუხა და მასთან ჩხუბის გასამართად სრული მზადყოფნა გამოთქვა. ავსტრალიელმა ასევე აღნიშნა, რომ კარლოსს კარგი დარტყმა აქვს, თუმცა მას აუცილებლად ნოკაუტში გაგზავნის და მათი ბრძოლა ხუთრაუნდიანი ჩხუბის შესაფერისი იქნება.
ცნობისათვის, UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში ჯეკ დელა მადალენა პირველ, ხოლო კარლოს პრატესი მეექვსე პოზიციაზეა. მათი დაპირისპირება სავარაუდოდ აპრილში, მაიამიში შედგება.