„ამ დროისთვის, არმანი მსუბუქ წონაში ყველაზე სრულყოფილია“ - ჯონ ანიკი ცარუკიანზე
UFC-ის კომენტატორმა, ჯონ ანიკმა არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა და სომეხი მებრძოლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. Jaxxon Podcast-ში, ანიკმა ცარუკიანი მსუბუქ წონაში როგორც ყველაზე სრულყოფილი მებრძოლი, ისე დაახასიათა.
„ვფიქრობ, გულშემატკივრების უმეტესობა დამეთანხმება, რომ ცარუკიანი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი მსუბუქწონოსანია. მხოლოდ ჰანტერმა, დანამ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა იციან, რა მოხდა UFC 311-მდე. დიახ, ვფიქრობ, მას უსამართლოდ ექცევიან“, - აღნიშნა ანიკმა.
ცნობისთვის, UFC 311-ზე ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი უნდა შეხვედროდნენ, თუმცა დაპირისპირებამდე 24 საათით ადრე არმანმა ზურგის ტრავმა მიიღო და იგი რენატო მოიკანომ შეცვალა. როგორც მოგვიანებით დაიწერა, არმან ცარუკიანმა ბრძოლაზე უარი არა ზურგის ტრავმის, არამენ წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თქვა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის. მაგრამ ცხადია, რომ მას შემდეგ UFC-მ სომეხ მებრძოლს სატიტულო ჩხუბს აღარ აძლევს და ბოლოს ის დენ ჰუკერს შეახვედრა.
არსებობს ვარაუდი, რომ ცარუკიანმა ამ პრობლემის შესახებ კვირებით ადრე იცოდა, მაგრამ ბოლო დღემდე მოიცადა, რათა მისი ადგილი მის თანაგუნდელს, რენატო მოიკანოს დაეკავებინა. როგორც ანიკი ამბობს, სიმართლე მხოლოდ მათ იციან.
ნათელია, რომ ცარუკიანს სიტუაციის გამოსწორება მოუწევს, თუ სურს, რომ 2026 წელს ქამრისთვის იბრძოლოს. შესაძლოა, მას კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება დასჭირდეს საკუთარი პოზიციის დასაცავად, რათა ორგანიზაციას სხვა გზა არ დაუტოვოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თოფურია 2026 წლის მეორე კვარტლამდე არ დაბრუნდება, ხოლო პედი და გეიჯი დროებით ქამარს რამდენიმე კვირაში გაითამაშებენ, მისი სატიტულო ბრძოლა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე არ შედგება.