ვასილ ლობჟანიძე
Aa
Aa

კიდევ სამი წლით - ლობჟანიძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვასილ ლობჟანიძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის წამყვანი მოთამაშე და შეიძლება ითქვას, რომ შეუცვლელი ფიგურაც გახლავთ, რის გამოც თავად მისი კარიერის გარდა, ბორჯღალოსნებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კლუბში ასპარეზობდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს. სწორედ ასეთია მისი ბოლო გუნდი „ოიონა“, რომელსაც ის ნამდვილად კარგად შეეწყო და მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.

წლევანდელ სეზონში ლობჟანიძემ „ოიონას“ რიგებში 11-ჯერ იასპარეზა, აქედან ოთხ შემთხვევაში თამაში ძირითადში დაიწყო და მეტოქის ჩათვლის მოედანი ერთხელ აიღო. რაც შეეხება მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობას, „ოიონა“ PRO D2-ში 39 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

ცნობისათვის, ვასილ ლობჟანიძე გინესის რეკორდსმენია - ის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს თასზე იასპარეზა. ქართველმა მოთამაშემ ამის გაკეთება 2015 წლის პლანეტის პირველობაზე საქართველო-ტონგას შეხვედრაში 18 წლისა და 340 დღის ასაკში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20-წლამდელთა შორის საუკეთესო - შიოშვილის მორიგი აღიარება
20-წლამდელთა შორის საუკეთესო - შიოშვილის მორიგი აღიარება