ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„კრივში გადასვლა? ამდენს ვერავინ გადამიხდის“ - ისრაელ ადესანია

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ კრივში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, MMA-ში ჩემპიონობის შემდეგ კრივში გადასვლა არასწორი იქნებოდა.

„ვფიქრობ, კარიერას შერეულ ორთაბრძოლებში, კერძოდ კი UFC-ში დავასრულებ. საკუთარი თავისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ კრივში ვერავინ ჩამითრევს. შერეული ორთაბრძოლები საბრძოლო ხელოვნების უმაღლესი ფორმაა, იმიტომ რომ აქ იყენებ ყველა კიდურს და უნარების მთელ არსენალს. სპორტის ამ სახეობაში უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ამიტომ კრივში გადასვლა უბრალოდ არ შემიძლია.

ყოველთვის ასე ვფიქრობდი, ვინაიდან ვგრძნობდი, რომ ჩემი მემკვიდრეობა უკვე ისტორიის ნაწილია. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება არავის შეუძლია, ალბათ, ტურკი ალალშიხის გარდა, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდოა“.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ადესანიამ გასული წლის თებერვალში იჩხუბა, როცა ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა. ეს მისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 წლებში ადესანიას პროფესიულ კრივში 6 ორთაბრძოლა აქვს გამართული - მის ანგარიშზეა 5 მოგება და 1 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაისვენებს და ექვს თვეში გამარჯვებულს შეხვდება | ბისპინგმა დვალიშვილზე ისაუბრა
დაისვენებს და ექვს თვეში გამარჯვებულს შეხვდება | ბისპინგმა დვალიშვილზე ისაუბრა