ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

„მათი წასვლით ჩემი ნაწილიც ჩამოიშალა“ - ჯოკოვიჩმა როჯერი და რაფა გაიხსენა

ნოვაკ ჯოკოვიჩს ბოლო პერიოდში მსოფლიო ჩოგბურთში წამყვანი პოზიცია აღარ უკავია და როგორც კარლოს ალკარასისთვის, ასევე იანიკ სინერისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს. თუმცა, მიუხედავად ამისა 38 წლის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და თუ რა მიზნები ამოძრავებს, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

სანამ აწმყოზე ვისაუბრებ, წარსულიც მინდა გავიხსენო - ფედერერ-ნადალის ეპოქა იმდენად მძლავრი იყო, რომ მათ მეტოქეობაში მესამე ადამიანის არსებობა არანაირ საჭიროებას არ მოითხოვდა. თუმცა, მე შეუძლებელი შევძელი და დიდი ორეული დიდ სამეულად გადავაქციე. სიმართლე გითხრათ, როდესაც როჯერი და რაფა პენსიაზე გავიდნენ, თითქოს ჩემშიც რაღაც ნაწილი ჩამოიშალა. რისთვის ვაგრძელებ ჩოგბურთის თამაშს? იმისათვის, რომ შევამოწმო, კიდევ რამდენად მაღლა შემიძლია ჩემი დონის აწევა.

ცნობისათვის, 2025 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა მხოლოდ ორი ტურნირი მოიგო - მან ათენში და ჟენევაში გამართულ შეჯიბრებებში გაიმარჯვა, ხოლო ოთხივე დიდი სლემის ტურნირს ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი: კარიერის გაგრძელება მინდა, 2028 წლის ოლიმპიადა ჩემი მთავარი ინსპირაციაა
ჯოკოვიჩი: კარიერის გაგრძელება მინდა, 2028 წლის ოლიმპიადა ჩემი მთავარი ინსპირაციაა