„UFC-დან გაშვებით ემუქრებიან“ - ევლოევს სერიოზული პრობლემები აქვს
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დაუმარცხებელი მებრძოლების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია და მათ რიგებს მიეკუთვნება მოვსარ ევლოევი, რომელსაც კარიერაში ჩატარებული 19 ბრძოლიდან ცხრამეტივე მოგებული აქვს, თუმცა ასეთი არაჩვეულებრივი შედეგის მიუხედავად, შესაძლოა უახლოეს მომავალში UFC-დან გაუშვან, რაზეც დეტალურად კომენტატორმა დავიდ ბაღდასარიანმა ისაუბრა:
„მოვსარ ევლოევსა და ლერონ მერფის სამართლიანი საპრეტედენტო ბრძოლა შედგება, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ არც ერთ მათგანს სატიტულო ჩხუბი ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, ამჟამად ყველაზე აქტუალური ერთი შეკითხვაა - როგორ შეიძლება მარტში რამადანის დროს მოვსარი ბრძოლას რომ დათანხმდეს? ნუთუ სხვა თარიღის შერჩევა არ შეიძლებოდა? იანვარში ჩხუბზე მას უარი უთხრეს და დარჩა ლონდონის ვარიანტი, რომელიც მარტშია ჩანიშნული. იცით, რომ ევლოევს აშანტაჟებენ და ეუბნებიან, რომ თუ ამ თარიღზე და მარტში ჩხუბის ჩატარებაზე უარს იტყვის, UFC-დან გაუშვებენ“.
ცნობისათვის, მოვსარ ევლოევს რამდენიმე თვის წინ უილიამ პაჩოსთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ტრავმის მომიზეზების გამო ბრძოლას ჩაეხსნა, რის გამოც UFC-ის აღმასრულებელ დირექტორთან დენა უაითთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ბაღდასარიანის მიერ ნახსენები შანტაჟიც წესით ამით უნდა იყოს განპირობებული.