ილია თოფურია, ურაია ფეიბერი
Aa
Aa

„ილიას შეუძლია სამმაგი ჩემპიონი გახდეს, საამისოდ ყველაფერი აქვს...“

ურაია ფეიბერი, WEC-ის ყოფილი ჩემპიონი და UFC-ის ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი, მიიჩნევს, რომ ილია თოფურიას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, რომელიც UFC-ის ტიტულებს სამ წონით დივიზიონში მოიპოვებს.

„ვიტყოდი, რომ ამის გაკეთება ილია თოფურიას შეუძლია – მას შეუძლია გახდეს UFC-ის სამმაგი ჩემპიონი. ამ ბიჭს, თავისი უნარების ნაკრებით, აქვს რაღაც გიჟური ძალა, რომელიც უფრო მძიმე წონით კატეგორიებშიც იმუშავებს, რადგან ეს მე თავად გამოვცადე.

იყავი მსოფლიო ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, მრავალი წლის განმავლობაში ტოპ-პრეტენდენტი უმსუბუქეს წონაში და ფაქტობრივად, ყოველ დივიზიონში შენ უბრალოდ სხვადასხვაგვარ ბრძოლებს აწარმოებ. როდესაც უფრო პატარა ხარ – ცოტათი სწრაფი ხარ, ხოლო როცა უფრო დიდი – ცოტათი ძლიერი. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ტექნიკამდე, ნებისყოფამდე და მებრძოლ სულამდე დადის. ვფიქრობ, ილიას ახლა ეს ყველაფერი აქვს“,

– განაცხადა MMA-ის ვეტერანმა The Schmo-სთან ინტერვიუში.

გასული წლის თებერვალში ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო, შემდეგ კი ტიტული მაქს ჰოლოუეის მესამე რაუნდში დანოკაუტირებით წარმატებით დაიცვა. ქამრის ვაკანტურად დატოვების შემდეგ, „ელ მატადორმა“ მიიღო სატიტულო შანსი მსუბუქ წონაში, სადაც მიმდინარე წლის ივნისში ჩარლზ ოლივეირას პირველსავე რაუნდში ნოკაუტით ორმაგი ჩემპიონი გახდა.

მესამე სატიტულო შანსი ქართველმა მებრძოლმა შესაძლოა ქვესაშუალო დივიზიონში (Welterweight) მიიღოს, სადაც ამჟამად საჩემპიონო ქამარს რუსი ისლამ მახაჩევი ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები