მესიმ კარიერის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა "ჩემპიონთა ლიგაზე" 100-მდე დაამრგვალა
„ჩემპიონთა ლიგის“ საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი 2 წუთისა და 8 წამის შემდეგ აიღო და თავის კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი ჩაიწერა.
მალევე, 20-ე წუთზე, იმავე მესიმ ფაბრეგასის შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რამაც „ბარსას“ უპირატესობას ორბურთიანი გახადა.
ლონდონელებს რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნათ, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლეს და მე-2 ტაიმში მესისგან კიდევ ერთი ბურთი მიიღეს.
არგენტინელმა „ჩემპიონთა ლიგაზე“ თავისი მე-100 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ტურნირის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 100 გოლიან ნიშნულს მიაღწია. პორტუგალიელის აქტივში 117 გატანილი გოლია.
„ჩემპიონთა ლიგის“ 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.