იოანე იაშაღაშვილი
Aa
Aa

იაშაღაშვილის ახალი კლუბი - ქართველი გათამაშების ლიდერს უერთდება

ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი კარიერას Pro D2-ის კლუბ „ვანში“ განაგრძობს. Free Rugby-ს ინფორმაციით, 25 წლის მოთამაშემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და „ვანს“ 2026 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. ტრანსფერი ნამდვილად გამართლებული უნდა იყოს, რადგან ვანელები ამ მომენტისთვის პირველ დივიზიონს 54 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსანს 7 ქულით უსწრებენ.

წლევანდელ სეზონში იაშაღაშვილმა „ვალენს რომანსში“ 7 შეხვედრაში ითამაშა, საერთო ჯამში მოედანზე 397 წუთი გაატარა და ორჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. რაც შეეხება წინა გათამაშებას, იოანე 26 მატჩში გამოჩნდა მინდორზე, 1737 წუთი იასპარეზა და ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის „მიდი ოლიმპიკის“ სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს.

ცნობისათვის, იოანე იაშაღაშვილს საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში გამართულ 5 შეხვედრაში ერთი ლელო აქვს დადებული, ბორჯღალოსნების ღირსება კი ერთ მატჩში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თაობით შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება“ - მათიაშვილი ბორჯღალოსნებზე
„ამ თაობით შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება“ - მათიაშვილი ბორჯღალოსნებზე